ყოფა
ვიდრე მამრები დამპალ კომბლებს ჭერში აწყობენ, ვიდრე დევებთან ,,გულადობენ“ მენაცრეები, მედროვები გულბრიყვებთან ურცხვად წაწლობენ, სინდისს ამაოდ აგროვებენ მესაცრეები! სანთლებს ანთებენ ულეჩაქო ამორძალები, მშვიდობისათვის ლოცულობენ, ბრმად და ზეპირად, თუმც ნატაძრალზე ეხიჭვებათ ,,ძმათა“ თვალები, სულ აღარ ახსოვთ ის სანთლები რისთვის ეჭირათ! ცოდვის ვასაბებს დაუწინდავთ ეშმაკთან სული, ხოლო ეშმაკნი, უფრო მეტად სინიორობენ, ყველა წესდებით, ხომ სამართალს ერგება პური?! მაგრამ კვარცხლბეკთან ჯამბაზები პრიზიორობენ! კუთხეში, დალაქს, გაპარსვას სთხოვს ვინმე ქაჩალი და იკოხტავებს სამართებლით უჩინო ნამუსს, სამწუხაროა, რომ დალაქიც არის ლაჩარი და სამართებლით, სამართალის გაღება არ სურს! შესაძლებლობის პალიტრიდან ვირჩევ რუხ ფერებს, ფერადოვნება ეურჩება ჯავშანის ფასადს, ყრუ ვარ, ბრმა , უტყვი, ვიმალები, ვიფარებ ხელებს, მუქი არშიით ვასათბურებ გონების ფასადს! მასწავლე ღმერთო, რით შევმოსო შიშველი სული? ვერ ვერგები და ვერ მერგება გაქნილი ყოფა, ვბორგავ, ვიძინებ, ჟამ, იმედის მედება რული, გარიჟრაჟისას წყალს დაისხამს ყვავილი ქორფა და იყვავილებს სასოება, ხოლო ნატაძრალთ, სანთლების სევდა შემოენთებათ! ✍️🖤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი