გზა არხოტისკენ


თბილისის ერთ-ერთ უბანში (რა მნიშვნელობა აქვს, რომელ..), ერთ-ერთ ქუჩაზე(არც ამას აქვს მნიშვნელობა), ერთ-ერთ სახლში, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ..ვფიქრობ როგორია გზა, რომელიც არხოტისკენ მიდის.  
გრძელი და რთული იქნება ალბათ, ეს უფრო მეტად მანდომებს იქ წასვლას..
    თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ : როგორ მივუყვები ქვიან ბილიკს, გული ძალიან სწრაფად მიცემს და ერთი სული მაქვს დანიშნულების ადგილას მივიდე...
 ირგვლივ ნისლია და გზის გაკვლევა მიჭირს, ერთ მომენტში მეშინია კიდეც და თვალებთან მომდგარ ცრემლს ვყლაპავ.. 
სურვილი იმდენად დიდია ბოლომდე მისვლის, რომ ბრძოლას არ ვანებებ თავს და ნაცრისფერ ნისლში მზეს ვპოულობ, არხოტის სახით.!!
  თბილისის ერთ-ერთ უბანში,ერთ-ერთ ქუჩაზე,ერთ-ერთი სახლის ოთხაში ისევ ისე ბნელა, როგორც წეღან, ვიდრე დავფიქრდებოდი, როგორია გზა არხოტისკენ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი