მე და შენ მთაში ..


მე და შენ მთაში, ხის პატარა სახლში ვცხოვრობთ..შენ ყოველ დილით ჩემზე ადრე იღვიძებ და ჩაის მიდუღებ. შემდეგ მაღვიძებ ძალიან ფრთხილად, შუბლზე მკოცნი და ჩაის მაწვდი...გართმევ, საწოლის გვერდით მდგარ პატარა ტუმბოზე ვდებ ფინჯანს,( რომელსაც შემოდგომის ფოთლები ახატია) და ისე გეხუტები სუნთქვა გეკვრის..
 მერე ჩაის ვსვამ, საწოლიდან ვდგები და საჭმელს გიმზადებ..
   საღამოს ტყიდან შეშა მოგაქვს და ცეცხლს ანთებ. ამჯერად ჩაის მე ვამზადებ ორივესთვის. ცეცხლთან ვსხდებით და ძალიან ბევრს ვსაუბრობთ.. მერე შენ ლექსებს მიკითხავ, ბოლოს მე შენს მხარზე მეძინება, შენ საწოლში მაწვენ, ისევ შუბლზე მკოცნი, შენც წვები, მეხუტები და იძინებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი