პაპა


ახლა უცებ ძალიანმომენატრე...დიდი ხნის წინ დამტოვე. არ მახსოვს ზუსტად რამდენი ხნის წინ, 
მაგრამ რაც წახვედი მას მერე სულ მენატრები..
შენ ხარ ის , ვინც განსაკუთრებულად მიყვარს, შენ ხარ ის, ვინც ჩემთვის ზღაპრებს ყვებოდა..შენ ხარ ის, ვინც ზამთრის ცივ დილას, (ვიდრე მამიკო ღუმელს აანთებდა) თავის საწოლში ადგილს ათავისუფლებდა რომ მე შევმძვრალიყავი და გავმთბარიყავი.. 
შენ ხარ ის, ვინც ცუდად ყოფნის მიუხედავადაც მიყვებოდა უამრავ საინტერესო ამბავს.. 
რამდენი წელი გავიდა რაც არ მინანიხარ, 10? 12 ? 
არვიცი, ამის ცოდნა არ განსაზღვრავს ჩემ სიყვარულს შენ მიმართ.
ის ვიცი რომ ძალიან მინდა მყავდე.. იმიტომ რომ შენ ამქვეყნად ყველაზე კარგი იყავი..
და დღემდე როდესაც სოფელში მივდივარ, მგონია რომ სახლის წინ დამხვდები და  ჩაგეხუტები...
მე,ახლა ვეღარ ვისმენ შენს მოყოლილ ამბებს .თუმცა მჯერა, რომ ოდესმე , სადღაც აუცილებლად შევხვდებით!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი