ცოტაც და მორჩება


თაკარა სიცხეში და ცივ ამინდში,
სეტყვაში თოვლში წვიმიან ღამეში,
დავეხეტები სიცარიელით ნისლში,
ნეტა ვინმეს მაინც დავჭირდე რამეში,
მე მიმძიმს გულზე, ლოდივით მაწევს,
სულიერთ ცქერა მე სისხლად მაქცევს,
და ჩემი სისხლით ნარწყავ მიწაზე 
ვერ მიფიქრია რაც მსურს იმაზე,
ხალხი ადის და ზარს რეკავს კრიშაზე
ყველა დამყურებს მე მდგომს მიწაზე,
არარაობად მთვლიან, პირქვე ვემხობი
არა სირცხვილით, სიცილით ვერთობი
ყველას ყავს  ერთ ისეთ მთხრობელი
როცა  ზიხარ და მის მოსვლას მოელი,
თუნდაც გამდიდრდე  აიღო ნობელი 
მარტო ხარ არგყავს, არვინ მომსვლელი,
მინდოდა გრძნობა სულ არ მქონოდა,
ხესავით, ფოთოლთ ცვენა მომსვლოდა
ერთხელაც გული ამას, რომ მომთხოვდა
მენახა ზამთარში ბოლოდ,რომ მოთოვდა
ვერ ვიტან როცა კითხვებს მისვამენ
ალბათ ამიტომ მე ვერ მიტანენ,
სახლში სტუმრისთვის მზე გავიტანე 
არ მინდა ციოდეს რომ გამიტანენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი