თოვლი
და აი ისევ, დადგა დღე ძლიერ წვიმიანი ქარი ავარდა და მოგაქროლა შენ ახლოს ჩემთან. შენ მიმზერ როგორც ნამუშევარი მოდილიანის და სულცარიელს ქარი გაბრუნებს მღელვარე ზღვებთან. მე ვერ ველევი შენს საამურსა იდუმალებას სიცივე გხატავს, გეთამაშება თოვლსავით კანზე. ქალი არა ხარ, ხარ მეოცნების ნატიფი ზმანება შენი მშვენებით ნაიარევნი გაქრა ჩემს ტანზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი