მხოლოდ შენ ერთს | შალვა დადიანი


მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის,
შთაუნერგავს მაღლიდან ღმერთს,
სიხარული, სიყვარული,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს!

მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის,
მოუცია მაღლიდან ღმერთს,
ჰარმონია, პოეზია,
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს!

ვისურვებდი ვყოფილიყავ,
სიყვარულის შემართებად,
სიცოცხლეშიც, საფლავშიაც,
შენთან ერთად, შენთან ერთად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი