პატიება
აპატიეო მეგობარს აპატიეო მოძმეს, აპატიეო მასაც თუ მოსაკლავად მოგზდევს. აპატიე ყველას თუ შენ გაქვს ამის ნიჭი, და მაინც ასე ქენი თუ ეს ძალიან გიჭირს. აპატიეო დედას აპატიეო შვილებს, აპატიეო მასაც ვინც უკვე ვეღარ გიძლებს. აპატიე იმას ვინც გაგიმეტა მაგრად, აპატიე მაინც თუ ის კიდე გთვლის ნაგვად. აპატიე რასაც შეძლებ სადაც მიხვალ, აპტიე შენს თავსაც და ნუ წიხლავ . ზოგი ამბობს ვაპატიე აღარა მაქვს წყენა გულში, შეხედავ და მეორე დღეს მას გადაცვლის ხურდა ფულში. მაგრამ თუ სიყვარულია ნამდვილია პატიება, და მერე მართლა აღარ ხდება წყენის გულში დატიება. ზოგი ფიქრობს პატიება ეს სუსტების ხვედრია, და ურჩევნის ამის ნაცვლად სიმხდალე რომ ეთრია. ავიწყდება ამ საცოდავს ღმერთის დანაბარები, შენ როგორცა ასამართლებ ისე გასამართლდები. ასეთი კაცი არ ხვდება რომ შეეშლება მასაც,, და მერე მტრად უყურებს თავის საკუთარ დასაც. პატიება მას ჭირდება ვისაც რამე ეშლება, რამე კი არა და დღეს ყველას მაგრად გვეშლება. ზოგ შეცდომას ვიაზრებთ და პატიობას ვითხოვთ, მოდი ამ საკითხზე სხვებსაც შევეკითხოთ. ზოგიც გაუაზრებლობის და სისუსტის ბრალია, ზოგმაც თავის მოკლე დღენი ბოღმით ხელში გალია. მოდი არ დავივიწყოთ ღმერთის დანაბარები, შენ როგორცა ასამართლებ ისე გასამარლთდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი