ღამის ფერები


ღამის სიჩუმეს შემოუყვირა,
ცეცხლმა რომელიც უკვე ბობოქრობს.
ღამის წყვდიადმა გადაირია,
ალი აწუხებს და მას ვეღარ თმობს.

მათი სიხორცე ჩემში შემოდის, 
ჩემში შემოდის და არ მასვენებს.
ჩემში შემოდის ვეღარც ვაჩერებ,
უკვე აქ არის უკვე შევხორცდით.

ღამის ნახშირმა ჩემში ფერები,
სულ მთლად ჩაახშო აღარ ანათებს.
ისე შემოძვრა ვეღარ ველევი,
თუმცა ვიცი რომ კარგს არ დამმართებს.

უკვე მემგონი აღთქმა დავუდე,
უკვე მემგონუ აზრი დავკარგე.
ჩემს თავს მემგონი წესი ავუგე,
და თავი ჩემი კიდეც დავკარგე.

ნახორცალს ააქვს მეორე მხარე,
ცეცხლი რომელიც ვეღარ ბობოქრობს.
ცეცხლი რომელიც ვეღარ ავანთე,
ცეცხლი რომელიც ღამეს ვეღარ თმობს.

და ასე ცეცხლი ღამეში და ღამე ჩემში,
ჩემში შევხორცდით სამივე ერთად,
ჩემში შეგროვდა სამივე ჩემში,
და უკვე გავაფრენთ სამივე ერთხმად.

ღამის სიჩუმეს შემოუყვირა,
ფიქრმა რომელიც ნისლში წამექცა,
ღამის წყვდიადმა გადაიარა,
ფიქრის გარეშე რითმაც გამექცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი