გამხნევება


აუ ცუდად ვარ რა ვქნა არ ვიცი, 
შენი ტკივილი სულში ჩამექცა. 
ამას ნამდვილად არ უნდა ფიცი,
რომ სველი გული სადღაც გამექცა.

მინდა მოვიდე და გაგამხნევო,
ვიყო წამალი ან თინდაც წყალი. 
და როცა იტყვი უკვე ვარ მხნედო ,
სახლში წავიდე მე შენით მთვრალი.

შენ მითხარი და ვარსკვლავსაც მოვწყვეტ,
იმასაც ვიზამ რაც ძალებს სცდება.
გთხოვ დამირეკე როცა გადაწყვეტ,
მეგობრებს შორის სულ ასე ხდება.

მე მართლა მჯერა იქნები კარგად,
და გაააკეთებ საქმეს რაც გიყვარს.
გპირდები ვილოცებ მე შენთვის მაგრად,
ჩემი სიტყვები ბოლომდე მიმყავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი