ამოკვეთილი
გულის გულის გულმა მითხრა ისევ აქ ვარ ისევ ვცოცხლობ, გულის გულის გულმა მითხრა არ შევცვლილვარ ისევ ვმორცხვობ. ჩემს გულს ვკითხე შენი გული რას გვიპირებს რას გვიქადის, მანაც მის გულს გადასძახა მანდ ვინ არის მანდ ვინ არის. იქიდან კი მხოლოდ ერთმა აბა სხვა იქ არ ყოფილა , მორცხვი მზერით ამომხედა გულიც ორად გაყოფილა. ნაზ ქუთუთოს შიგნიდან მწვავს მზერა სანდომიანი, ხმას არ იღებს მეკითხება აბა სანდო ვინ არი. გულის გულმა შემომხედა , პირში ენა მოვძებნე, მან დამასწრო პასუხის თქმა რა ტყულად მოგენდე. ვეთანხმები უჰაეროდ გულ-თვალ ჩამოღვენთილი, ჩემი გულის გულის გულში ღრმად ხარ ამოკვეთილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი