მე დავრჩი მარტო


მე მომეწონე და არ მაქვს ნიჭი,
აგიხსნა უშენოდ თუ როგორ მიჭირს.
რომ დაგინახე ვიგრძენი რაღაც ,
შენ კი უჩუმრად გაქრი სადღაც.

ისსვ მომინდა მე ნახვა შენი,
საამისოდ კი ვერაფერი ვქენი.
სულ არ გადარდებს მე რა მჭირს ახლა,
მე კი ერთ დღეში შემეტყო დაღლა.

ვიფიქრე ვეტყვი ჩემი რა მიდის,
თან აქვე გოგო ყვავილებს ყიდის.
თქმა ვერ გავბედე გიყურე მარტო,
და დავიძენძე ვით ძველი პალტო.

მერე დაიწყო დღეების ხროვა,
გულში მომიხდა ცრემლებით გლოვა.
დაბნეული ვარ გავხედე მაღლა,
უკვე დავიწყე ტირილი ხმამაღლა.

ფიქრში დავაწყე მრავალი გეგმა,
აგერ არ ვართო მხარი ამიბეს ძმებმა.
თავს ვაიმედებ კვლავ ვფიქრობ მასზე,
მანაც შემხედა და სიხარულით ავედი ცაზე.

მაშინ მივხვდი რომ უკვე დადგა დრო,
ამ ჩემს გრძნობას თავი წავაძრო.
მოვედი შენთან არ ვიმჩნევ ღელვას ,
მე არ ვაპირებ სიტყვების წელვას.

მოკლედ გითხარი ჩემი სათქ-მელი,
სულ განაბულჯ შენს პასუხს ველი.
მითხარი ვფიქრობ მჭირდება დღენი,
მოლოდინისგან გული დაღრღენი.

აღარც ხო თქვი და აღარც არა,
გამოვიფიტე ეს უკვე კმარა.
აღარ მომწონსთქო ვაჯერებ ჩემს თავს ,
ეს ფრაზა სიმართლის ჩრდილსაც კი ვერ გავს.

კვლავ ვფიქრობ მასზე 
არ ვიცი რატომ !? 
არ ვიცი რატომ!?
შენ წახვედი და 
მე დავრჩი მარო
მე დავრჩი მარტო.......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი