ქალი


ქალი ქალია მაინც
ის ქალად გაჩნდა რახან.
ყველას თავისი ხიბლი
და სილამაზე ახლავს.

რაგინდ ამაყი იყო
მასზე დაგრჩება თვალი.
იმ სილამაზეს რა სჯობს ტანს 
რომ მიარხევს ქალი.

ქალი აგავსებს კოცნით 
ქალი აგავსებს დარდით.
არ ჩაგახედებს სულში
დაგაჭკნობს როგორც ვარდი.

ქალი გაგიჩენს შვილებს
მერე გაგიზრდის მკერდით.
შენ ძლიერი ხარ დით
და შენ ამაყი ხარ დედით.

ქალი ამშვენებს მუდამ
შენს აწმყოსა და მყობათს.
ქალს შეუძლია შენი მეგობრობა და მტრობაც.

რომ არ ჩაგდნეს ხელში
ვითარცა თოვლის გუნდა.
შენც გაუღიმე ზოგჯერ
სულ ცოტა სითბო უნდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი