ჩიტების ბააასი


ჩიტების ბაასი ყურებს მოეფერა,
რა საამოა მათი ჟღერა ხმების.
მათი სიყვარული ნამად მოეფინა,
საწყისი აღარა ჩანს გზების .

გზა კი გამოჩნდა და აღარ მინდა წასვლა,
ანდა სად წავიდე მერე ვინ დამხვდება.
მოდი აქ ვიქნები შენი იყოს გასვლა,
ჩემს თავს დავაბრალებ რაც კი გადამხდება.

გარეთ ამ სამყაროს მიდის თვალთა გლოვა,
ვეღარ გაუგით რისთვის გაჩენილან.
ნეტა სიხარული მათთვის კიდევ მოვა?
მოვა იმედია ფიქრში დარჩენილან.

მე კი ჩემი ფიქრი ჩემი სამყარო მაქვს,
მოდი აქ დავრჩები თუ არ გეწყინება.
და თუ გეწყინება აზრი აღარა აქვს,
მე ფეხს არ მოვიცვლი გული გეტკინება.

მოდი აქ იყავი მოდი სად მიდიხარ,
მოდი აახილე თვალი დაჭედილი.
მე შენ მუშა ხელად ნაღდად არ მინდიხარ,
მინდა დავიბრუნო გული გაჭედილი.

და თუ წასვლა გინდა წადი არ გაკავებ,
თუ კი მობრუნდები აღარ შემოგიშვებ.
ჩემი სამყარო მაქვს აღარ დაგაძალებ,
თუ კი მობრუნდები აღარ შემოგიშვებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი