სიშორე


ძნელი ყოფილა უშენობა,
წამი წამს მიზდევს.
კაცი წავიდა დუმს შენობა,
დროს ვეღარ უძლებს.

გული გაჩერდა აზრი დავკარგე,
შენ მოდი ჩემთან.
უშენოდ ცხოვრება ვეღარ განვკარგე,
შენ მოდი ჩემთან.

მოდი გაათბე ეს სხეული,
შენ გიცდის მხოლოდ.
მზიდანაც უშენოდ ჩანს ეული,
შენ გიცდის მხოლოდ.

შენ გიცდის თითები ,
მარტო რომ დატოვე.
არ მითხრა მითები,
მე შენ მიგატოვე.

შენ გიცდის თვალები ,
ყველგან შენ დაგეძებს.
მომედო ალები,
თითქოს ვეღარა ძლებს.

შენი მონატრება ისიც აქ არის,
აქ არის ჩემთან ისიც მენატრება.
გულიდან გულამდე მოკლე გზა არის,
ყოველი ფეთქვა უშენოდ მენანება.

მას უნდა შენთან ,
შენ გინდა მასთან.
ჩვენ გვინდა ჩემთან,
ჩვენ გვინდა შენთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი