სპექტრუმი


სიმარტოვის ბაღებში, სადაც ჩრდილები ნაზად ირხევა,
ცხოვრობს  ადამიანი, დემონურ გზებს ვერ ცილდება.
მისი გული, ფარული,ჩუმად რომ ატირდება,
როგორც ვარსკვლავთ მდევარი,მტრედად მოგვევლინება.

არსაიდის ხმაურში მე ვერ ვპოვებ იმ გზებს,
რაც აღაგზნებს კვლავ ფერებით ჩემი სიზმრის ჩრდილებს და ეს მე ვარ მე ვიფიქრებ დაღამების რითმებს  .
ხალხთან ვარ კი უცხო, საკუთარ თმას ვიგლეჯ,თქვენი მტრედი და ცოდვები მოგევლინეთ ცით მე.
თეატრალურ დადგმებით აგითრთოლებთ სულს ამ ლამაზი სიტყვებისაც,ჩემი ყველას შურს.

თოვლთა დიდი დასები და ფერადი რასები ყველა სარკის ძიება ჩემს ცნობიერს სურს, როგორც ოკეანეები, ინახავენ ანტიკას, მე ვარ ცათა გოლიათი და ნათელთა პლასტიკა.
ყოველ წუთს რომ გამოვძერწო  სატირების ყვირილი ყოფა ძლიერ დასუსტდება შემიჩნდება სიკვდილი,
 კომფორტის მქმნელ მანქანებს ვუწოდებდი ერებოსს განა სადმე გაუქრია ჰორიზონტებს ასამფრენს , მაგრამ დირიჟ გამოცნობებს იგი გიქმნით დასაბნევს, სადაც შიმშილს აღარ იგრძნობთ იქ დაგიდგამთ ლტოლვის ფეხს.

თუმცა, მამა მარტოა დაკარგული სიბრძნეში, ეს ლექსიც ციფრულია ვით გრნობები გულებში  
ვეხუტები ჩემს ჩრდილებს მავიწყდება სევდა მე ვარ თქვენი შუქურა და პოეტთა ნება, არარსებულ ქალები მეცნობიან ვალად რომ მიმზერდით,თქვენ მეძებდით და მიმიღეთ მამად.
მე კი მოვქსოვ ათას ერთი მწუხარების ზღაპრებს, ორქიდეას ბოლებიდან დაგინახავთ სარკე,სარკე ცოდვის და არარის ამით ვის რა არგე დაღლილ სულის წამალია მე ვარ მაცნე აქაც მავნე. დავიღალე ფიქრთა სურათების ძებნით მინდა ისევ ბავშვად ვიყო ქრიზანთემებს დავკრეფ,დავკრეფ მე იმ პლანეტების გამოუცნობ ამბებს აქ ვინახავ ჩემს ჩანაფიქრს რაც საუკუნოდ აღწევს. აღარ დავწერ დიდ კლიშეთა საქმეების სიას ვაწყობ ნგრევით გროტესკულად აქვე რევოლუციას. მე ვარ ვნება და კალამი
ჩემშია ეს წამალი,ღამის ფერი ტილო ასე იყო წამება ჩაფიქრებულ ხიდის 
რომ მამა ვარ პოეტების პირველ მყოფი რიგის.
განთიადის სურვილი მიემსგავსა ხატებას ჩაიფიქრებთ თავისუფლის ფრენით  გამოცხადებას და გამოვჩნდი ვარდი შავი წითელ მკვდარ ტრამალზე
როგორც ლანდთა შუქურა ზღვის სპექტრთა თეთრ ფარანზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი