ფერიული
თუ იგი მე ვით საფლავს მამშვენებს მე არ მეგონა ასე სად ხდება რომ მინიშნებით მკვდარსაც აღელვებს ეგ ფერიული უსახოება როგორც სათნო ფრთას მზით ვარდს მივყავდი რაღაც უცხო დროს სადღაც ქარებთან გზასაც ეწოდოს ქანდაკებებთა ხილვა დიადის განცდა ზღაპრებთან ოჰ უშენობის დღე არ განთედეს არც მდუმარებით ზრდა განთიადთა სად უტირია მზეს შენ გარეშე ზე სხივით სხვაობ ადამიანთა. ზღვა ასე გნახე მარტომყოფელი იდინა ვარდმა შემოგებების ავადმყოფელი ადიდა სული ვით მარილიან ციურ ცრემლების დღეს აღარ ვიცი ჩემი სახელი შენთან მდინარე გამიკაფია დაღვენთილ ედემს დამღლელი ოხვრით ვედრებიანი დილა მათია. ეჰ ნერვიული უმანკოება დრომ მცირე წლებით კვლავაც მაშორა მაგრამ დღეს მხოლოდ ერთმა ნიავმა მზის შემახვედრა ფერი ავრორა. და იწყო დილა ლიანდაგებით მძიმე კვნესები ღვარა მთაწმინდამ მე კი ძვლებიდან ვით ზმანებიდან შენი მოძებნა ცოცხლად მომინდა როგორც სასანთლე იდებს ნაყოფებს ისევე მწიფე გქონდა თვალები და ხშირი ხმები ისმოდა ირგვლივ გრძნობა ზეცით გზის შენაკადები წვრილდება ძაფი შენი ღერების ოხ თმების შენი იანგარების სწყურია მათაც შენზე სიმაღლე ვით ბნელ ციალებს აღაფრთოვანებს. ბრწყინდება სწრაფი მშვენიერების ლანდეული ცა ვაზთა მდინარეც და მარადისით მწუხრით არა დღისით ტალღლულებიან ღმერთთა სიამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი