ემბრიონი
ანგელოზი მდევს მე მიღმიერი როგორც დევნილი ზღვას შეგეგებე და ვით ვარდი ხმად კრთის ბზარნარევი აკრძალულ ნაყოფს გამოგედევნე შენაკადები ფენილ ოცნებას უცხო თენებას მიგამსგავსებენ ხარების ძღვენი მზე სიტკბოების ციალებს ქარის შემოგაფრქვევდნენ ვიცი ჟამიდან უშენო თიადს ვეღარ გაუძლებს სულის ძაფები ვიცი უშენოდ ვეღარ იმღერებს ოკეანური რისხვა ქაფები, დავიღუპები თუ დღეს ვერ ვნახე ნიშანი ცისა თავისუფლების. უცხო თვალებით ხლეჩილ ბაგეებს მინდა ვაპკურო ცვრიან ცრემლები ვით ყოფნა წამის უსაზღვროებად საუკუნეებს ვეღარ ვევნები. შენ იცი აქ სულს მე როგორს ვმალავ ვით ეიონი ფიცის გზას ფანტავს და სივრცის წყალთა ნათელის გაშლას როგორც ყვავილი გსდევს ახალგზარდას. ოჰ როგორ მღალე მაგ შენ სახებით ცაცხვებით ვფინე ცა ედემისა სადა ხარ არ სჩანს შენი ზღვისრიდე გამოდინება ცის გენებისა. ხარობდი მღვრიე მზის ემბრიონი დამჭკნარი სისხლის თვალთა ელვება ეჰ ნეტარი ხარ შენ განთიადო დაე მაცილე ჟამს მე ქვესკნელთან ხნიერი გქონდა სული ცბიერი ეჰ ნეტავ კიდე შეგეხებოდე და ისევ იმ ნავს გამოვყოლოდი სიცოცხლე ფეთქვა არსებიანად ისევე მალვით შეგიყვარებდე. ცივ გზა მელოდა შლილი ფერებით აკვნიან კვნესის შენი სახება და ვით არსება ცის მე ავტირდე როგოც თენება შეგედარება. ნეტავ წმინდა შუქი მდევდეს იმ სიმების შენ რომ კოცნე ვარ შენთვის მე ჩასახული ზღვის ოცნებით შეგავედრე აღარ ვთვლემდე იმ სიღრმეში რომელს ყმაწვილ ოდეს ვმღერდე მხოლოდ შენი წვდომა მწვავდეს დიდი სევდა შენ მაშორე. უკარებელ წვდომის ფრთათა ვით ზენიტი შორის მშვიდი ყოველ დღემდე ვიარსებო შენი არსით მუდმივ ფერის და ღტკინება სუდრის შენი აღზევება შობის კვირტით უკურნებელ გამოსახვა სივრცეებზე ქრიზანთემის. მინდა სახებავ შეხება ჩვენი მზეებით გმშვენოდეს როგორც თვეები ნათების გადაღლილ განათევება ყველა ხორციელ ტკივილის ტოვება და მიტევება მხოლოდ დიდება შენი ზღვის და შეყვარება ბრწყინდება შენი ღიმილი თან მდევდეს ვით ანგელოზი ხნიერი რომ სიყვარული მაღლაა უმანკო და მშვენიერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი