თიადი
თიადო რისთვის ინთები მარად რად არ გწადია კვდომა მიწისგან ნუთუ სიშორე გხიბლავს ციალის და რომ ჯვარცმაზე დასაღუპავად ვით ლანდეული მნათი სივრცისგან რით დაგამშვენო ვაჟმა კრისტალის ვერაფერს გეტყვი იმედიანად ერთერთეული სამი სიზმარის მე რომ ვიყავი ვიცი,მომენდე არყოფილ ნათელს ისევე ვეძებ შენ კი ისვენე და გამოენთე მოსისხლებული ავი ცის გვარით სიცოცხლისადმი რისთვის იდევნებ თიადო ვისთვის ხარ მზის ფრიალი და რომლისათვის დღე გაიმეტე როგორც შიშველი შესანიშნავი კვართი ჯვარცმაზე რად განიკვეთე აღარ მძალმიცს მე შორი იმედი სადღა არიან ორქიდეები სად არის ქალი სიყრმით მომდევნე იგი აღარ არს კვდომით ვილევი კმარა! გამხდიან სასახლეები შენი მდევარნი სულს მიღელვებენ ვით ყვავილობის კოცნით სიმები გაგფურჩქნიან და აღგასრულებენ. ღვარა თიადო აწ ყმამ სულისგან ყველა ყოფა და ფიქრი ართქმული ამ წამს შობაა თეთრი წყალობის შენი სვენების და აღსასრულის აცილე ღამევ ბნელი თიადი რომ სასუფეველს ჰქონდეს ჭენება და მოაცილოს მიწის სიავე ახალგაზრდა მზეს ვით გათენებას. როგორც წყალზეა სხივი სპექტრების ისე გაშლიდა სული სისველეს რად განთიადდა და აღმაღტკინა ისევ განცდიდან ზრდიდა სიბნელეს რომ გამაჩნია თბილი მე ბინა სად გამაბნია მზეს რომ მასალმებს ისევ დამტოვა და ამატირა ვით შავოსანი საფლავს ტრიალებს. თიადო შენთვის ვღვრიდი სიამეს ყოველ ემბრიონს ვფლობდი ბუნების რძიან მდინარეს ცის და დიადო შიმშილი მქონდა ვგრძნობდი დუელის დაე მრიყავდეს ფითრი ფიფქების როგორც ზღვაობა ცვლილი ღრუბლების ადრე მყინავდეს ფიქრი სიბნელის და გვიან თიადს გზა უბრწყინავდეს ახლა კი ბედი ჩემს გზას მიგანდობს ვით ოცნებათა მყიფე კვეთება მომავლის ფერი მამშვიდებს მხოლოდ როცა სიკვდილი მომეფერება და შენ თიადო შეგიერთდები ჩემი სასახლე მნათი მიდამო ჩემი სახელი უსიკვდილოა და მოსვენება უსატკივარო ვიცი გვირგვინი დამემშვენება რომ ამ წერილით მზეს ვეციალო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი