უარყოფილი ყვავილები
წუთიერება იქ ყვითელ წვდომის დაეღვინთება სიზმარს გადახრილს უმანკოებით და მოთმინებით ვით ასულები მზეთა გარდაცვლით ნეტარო იწვის სვლა არსაიდის მე კი საით მღვრის ზღვათა ჭენება ასე ცოცხალი რისთვის ვარ ღამეს როგორც მოძღვარი ფარისეველთა აქ არსაიდი დნება პეპლდება და ვით მფარველი მღვრიე ფერებით რომ მძაღე ვნება გადაფერფლდება შენით სახების მშვენიერებით და მე ისევე გამასვენებენ მოალერსე ძვრით სავსე გრძნობები თვით სამარესთან რომ მიმაცივებს ის ანგელოზი ჯვრით დამხობილი. ვინატრო სუნთქვა სამარადჟამო წყლად მომდინარე სიზმრის წყალობით ვაპკურო ფეთქვა ხატს არსაიდის გადავეფარო ვნამო დავღალო. გალობით არსად არა სჩანს სული სადაა ძე მზის ჩემი მნათობი და ქმნილებათა რომ აღსასრულის უკანასკნელი მელის სამყოფი. როგორც ხავერდი გარდამავალი აქ სიმწიფეა ყვითელი ფერის ჩემს მწუხარებს მე იქ ვმალავდი და აღტკინებას შორ ქრიზანთემის. აკანკალდება მარადიული და გაყინული ველი გაშლილი რომ არსაიდი ჩემი დადნება და მენანება ზღვები განვლილი. თენდება რწევით დღე ავხორცული მე აქ ჩვილი ვარ ყინვის ეული ნუ სცქერთ სიყრმით და მწიფე ტკობებით როგორ უსხივო ფრთათა შესხმული რომ არსაიდი გრეხილ ყვავილთა გიფენთ ზენიტებს ღვთიურ დინების მან კი ოცნება თქვენი დაფლითა ნუ მიეყრდნობით ცისფერს დიდების ოჰ მხოლოდ ასეთ ყოფნას ავიტან უიმედობით გამოღვიძების
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი