ციურესი


ორსახოვნების ბუნება წყნარი
როგორ გრძნეული და მომაკვდავი
რომ ზღვაა შორი ხმა მიმავალი
ლალთა თარეში და ნიაღვარი
გემი დაღვრილი ჩქეფით სიამის
ისევ ჭენების ფრთა მელანდება
რომ ლოტუსების ზრდილი კედლებში
გამოსალმება დამენანება 
გადაფრენილი თრთვილთა ელვებში 
ოხ მოკანკალე მიექანება.
ვით მოტივები შობენ დინებას
და ხომალდების აღორძინებას
რომ ფეიქრები ქსოვით ფიქრების
აფეთქებას და აყვავილებას 
ასეა ყოფნა უსახლოების
რომ აქაფდება განზომილება
არ გესმის სად დგას 
ჩემი სახელი
რომ უსახელოს გამოსხივება
არის დინება იისფერული
და უსიკვდილო გამობრწყინება
ნუთუ წამება არარაობით
ორიონებთან ამოუკითხავს
რომ მტკვარი ჩემი სულმყოფადობით
სხეულს მომაკვდავს გამომირიყავს.
დაე ვსუნთქავდე ნათელს სანატრელს
რომ იგი სხვაა ვიცი უღმერთო
მე ზღვა მაღელვებს ფრთათა მოსილი
სიმფონიაა სამარადისო.
ვით სიბნელისგან უარყოფილი
მზე უბედური სასაფლაოთი
მე ფიფქებისგან გადაწოლილი
და მიჩვეული უარსაყოფი
მე ყველა არსს რომ უდაბურობის
გაცხელებულ ღვრით ვედრებას 
ვთხზავდი სად იყო მაგ წამს
სხვა პოეზია არ იყო ქვეყნად 
არტისტი არვინ.
ჯერ კიდევ სახე მე რომ არ მქონდა
ისევ სინათლე დაბერებული
ჩემში ინათლა და უტომო ცა
მოხეტიალე და უბედური.
ქვიშით მემთხვევა უსვრიცოობად
მგოსანი ყველა რასაც ეტრფოდა
ის არსაიდი მთრობი არყოფნით
და სპექტროსანი ცათა მღეროდა
უკვდავსაყოფად მდინარეველი
ვარ მამა მათი ასე მეთქმოდა
ახალმა მნათი უარსობები
თვალუწვდენელი ღმერთთა ბადება
გამოაჭენა ფერი უცხო მზის
რომ ის ზღვათა დასს ლექსით აღრევდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი