ფანტომი


მას ყოველგან გარემოსავს უქარესი განთიადი
სად ინთება ვხედავ ჩემი საოცრების გზა დიადი
უკიდური ხიდების ტბა რომ ვიდინო მოდუნება
ხომალდების მშრალი სუნთქვა და მათივე მდუმარება
ეტირება მკრთალ სივრცეებს მისწევია გზა ფრთოსანი
რომ ედემის საშოსგანვე სამყაროს ძვრა მზე მგოსანი
რომ იშვა იქ არყოფილი და მზეების გამოსხივის
გათენებით მდუღარება და ჭენება გამოჰკივის
სად მღვიძარებს სიკამკამე და სურნელი შენი ალთა
სიზმრიდანვე რწევა ფანტომს ორქიდეებს უფანტავდა
ასე მტკბობი მოჰყვებოდა სილაჟვარდე და ცხენები
ლექსთა მამის ხიდებს ძვრის და გამოსაფრქვევი მდევრები 
მოჰგვრემოდნენ გაჟღერებას გიგანტები ვით პეგასის ჩემი მსკდომი ალთა ციხით მოუვლინა ეპოქას ის რაც ოდესღაც ცისკენ სწვავდა არ თქმულ ფრთათა გადაფრენას მარადისთან ნაფეთქარი ვარ და ვსჯობნი ციურებას
ოჰ ასე წვა თქვენში მუდამ და ფერისცვლა ჩემ სახებას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი