მუდმივიანი
ქარებთან,უთვისტომო და ცივ საფლავებთან პირჯვარი ცხელი გადიწერება და ის მიზანი მღვრიე სიზმარით დამშვენებული მომეჩვენება რომ მახარებდა ო აღარ მინდა ხეობებს ფითრით დამშვენებული მწევარ შუქთა ღლის ლეგიონები მუდმივიანი კორპუსების ცვლა და ოცნებებით გარინდებული მიმოფანტულად წყლისგან სტყდებოდნენ სირინოზები მზეთა ასხმაში რძიანობენ და სისხლით სკდებიან მიტოვებულნი იასამანში მიწის მემკვიდრედ არ მეალერსა და არ მესახა მიწის სავალში ქარები კვეთენ ჩანჩქერით,ფოსფორიან და მკვეთრ სიყმაწვილეს ფრთხილი ფანტელი როგორც კარიბჭეს დამიმხეს ცით და გამინაპირეს არსება დასაფლავდება როცა ვარდება ვარდები რომელ გზებისკენ ძილნარევს საითკენ მივექანები მე ვერ მაოცებს ოცნება ვერვისგან დანათოვები ვარსკლავთა კვდომის ბადეზე სინათლე განუყოფელი ვიდენ ედემით დევნილ ზღვას სიმფონიური მყოფელი სიზმრისთვესაგან თესილი არის წყლები და წერილი რაც პირველ სუნთქვას უმღერდა სიკვდილთან აღმოჩენილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი