თბილისიანი


მტევნები ქალაქს როგორც ტირიფი
დასასვენები ერტყა ხორცმეტის
ვევნები ამ ქარს ნეონებით და 
გაცხელებული საოცრებებით.
გვდის ჩვენ მჩქეფარე სვეტი
რხეული ნაალერსალი ძილმორეული
იალებს თვალებს ჩვენსას იარით
და თბილისიანს გაიშრიალებს.
აქ ძეგლებია სიმძიმე ცივი და მოციმციმე
მზემორეული თბილისიანი როგორც ჯუნგლები
და ტროპიკული ჩვილის სხეული.
დარები მოება თბილისს არსად მყოფს 
და არტისტების ვიცი ოცნება 
გვარების რტოება ამ ქალაქს არ ახსოვს
მათ ჯვარისწერა არ ემონებათ.
ვხედავ რომ იწვის ჰქრება ვნებები
ახალგაზრდების ცრემლი შავზღვაში
რომ მათ სიკვდილი მოელოდებათ
და ველი მამა უცხო წყვდიადში.
თბილისიანში ხარ და არიცი
რომ ზიარება მტრედებს,იმედებს
მწარედ ისჯება აქ უსათუოდ
აქ შენს სიცოცხლეს ვინ მიგიტევებს.
ცვარები,სავალალები რომ არ მოვიდა
შენთან არ მიკვირს შენ ახალგაზრდავ დაგიგლოვებდა სვენება ცის და მშვენება მიწის.
როგორც ტყვეობა უფრთოვანების და ის მთოველი თრთვილი პეშვებით ვით უდღეობა 
გარიჟრაჟისას და მისვე აჩრდილს დანამონები.
შენს სიზმარეთში გადავრდნილი ჩვენებათა ალს 
რომ ელოდები ვით გაასხივა სხივმა გოდების ამ ქვეყნიური მზეთაომები. 
ეჰ თაობები ვიცი ხვდებიან თბილისიანი განაშუქარი იღუპებიან მისი შუქები და უტაძროა ქრისტე უფალი დღეს მე სიყვარულს ვერ ვცნობ ვერ ვხედავ და ვერც ცის ქალურს მშვენიერებას
ჭირისუფალი არის დღეს იგი და არავინ ჰყავს შესავედრებად. 
თბილისიანი გავკვეთე მყიფე როგორც ტირიფი მონაცრისფრული და მე დიდუბის პანთეონიდან
სხვა ნეონიდან ვარ განწირული როგორც ხიდია ჩემი სიცოცხლის და ლექსთა წყობის ლღვობას არ ნახულს მე ვარ პასუხი დღეს და მუდმივად მეფეთა მამის სახე დანამულს შეგიმშრალებთ და 
გაგაფრთოსანებთ როგორც ორიონს ცვლილი სამყარო. თბილისიანზე ქრის სილა მასზე და სილამაზე ჩემი აინთო ასეა ბედი არტისტისათვის
რომ სისხლს სიბერე თან სდევს ყმაწვილო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი