პანთეონი
როდესაც იყო ტირილი ღმერთში ესე ხდებოდა საცხონებელში ესე კვდებოდა თქვენი ფოტონი ბნელ და ხორციელ საცხოვრებელში შარავანდედი ეწვის დაღვრილ სულში მყოფ ვარაქიელს და მასში გაზრდილი ციფრთა ქსელები იცვლიან ხსოვნას. შენ ფიქრობ ცვლი რამეს ერთი სიზმარიც აგრევს უნდა შეგეძლოს გაძლება არარის და უარყოფილ ყვავილებთან პირველმყოფი საშოს ძებნა. ახლა ისეთი მოდუნებაა ჩემში მაგრამ არ არის შიში მე უგვირგვინო ყოფნა მელის ყველა მეფეს ჰყავს მამა ის წავა ის წავა როგორც წყალი. სიმპოზიუმი ჩემი ჯერ არ ნახული სევდის წნულების დამერწმუნების ვიცი ვაება კედლებს მიზრდილი. ჯერ არ ყოფილ ეპოქას ვტოვებ მზით ჩასახვისას. მე ვარ აზრები უარყოფილი მე თქვენი სიზმარი ვარ. მე ვარ ხიდი შორი ვწევართ ფიქრი ორი ვხედავ მამა ლომი მზისსხივები მჭოლი ორსახოვან ბოლი ვარ იგი მე ტოლი არსებობა მწოლი არყოფილი თოვლი. ფენოვანი ფენომენები მეფობენ სულიერი იმპოტენტები გლოვობენ ტყუილია პოეზია იდეათა მაღაზია გენეტიკა ედემიდან ედინება ვედრებიდან უცხო ნიაღვარმა მამა მოისალმა დროსთან მომაქანა ქარმა ივალალა. მე ვარ დაღლილი მგოსნის გენები როცა სიკვდილთან იგი მეგობრობს და სიცოცხლეთა აზრის საწყისი თქვენთვის რითმები ვამეტეორო დღესაც იწვიმებს იმ მტვერს ქალაქი რომელსაც ვრწყავდი დაბადებიდან მზესაც იწუნებს იმტვრევს ტალახი და აქ ავყვავდი მე ტალღებიდან
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
Uderskesia