საპოეტო


არსად მიგრძვნია მე სასოება
ვწევარ მშვიდი და მუდმივიანი
ცრემლის ხატებზე მონაცვლეობა
სანუკვარი და ალერსიანი
გრძნობათა მწველი ჩანჩქერებიდან
სიზმარს მოიჩქეფს ნათელს იმედი
მაგრამ არა სჩანს ცივ ხმელეთიდან
ჩუქურთმიანი (არსად მილეთი) -(უდაბნოეთი)
ასე მითხარი გამიმეტე სად 
არსად იშლება სხივი აკვანის
რევორლვერი თან უპოეტესად
ანგელოზია ადამიანის
არსად მიგრძვნია მე საოცრება
ვხედავ ვითვლი გზებს არის გვიანი
და სად მიგყავარ მესაუბრება
ფრთებად ფენილი თეთრი ნიავი
ხშირი ხეების მონაცვლეობა
იზრდებიან და შლიან საზღვარში
სულის ვარდნას და მოქარეობას
ყველა ერთია მიწის თამაშში.
აქ ოცნება არსით მიმატოვებს
ვხედავ დევნილი სული ვეძებე
ვიცი გადმოფრქვევს ცით იადონებს
ვწევარ ვევნები და ძილს მივენდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი