ქანაანი
მე მივსდევ ქუჩებს განმეორებით და აღარვიცი ტყე საით მიხმობს რომ ვუსმენ დღეებს ცისკენ ოცნების თითქოს სიცოცხლეს ზღაპრისგან ვითხოვ დანაოჭები იელვებს ხეებს აღარ მამშვიდებს ჩემი მოწყენა ფარაონები მშვენებას ვერ ვნებს და მოხდენილ თვის გარდამოფენა ქანდაკებები ხორცით შესხმული ცის უკუნეთში მზეებს ანთებენ გაფართოებით მოდის ვერხვული რასაც კვდომისას ზღვები აქებენ ვარსკვლავი დნება ისევ დროების წინ მომავალში ჩონჩხი მელოდა ცას კვალი ნება როგორც ბროლების ფრთის მოქნევაში მარცხი მღეროდა. ხატოო წმინდა მონაფერები კვლავ კი გემჩნევა ქანაანიდან სათნოობიდან შენავედრები მკლავს და მეჩვენა მწამს არარიდან. ჩემი სხეული ტაძრებს მიიდნობს ირეკლავს შუქი მათგან ფრქვეული ის უდღეური ბარძემს მიითვლემს და სული ვარდთან დგას კურთხეული. რას გევედრები მცხრალი ედემით მოვექარები ზღვისგან გაჭრილი რისთვის ვტიროდე მნათ იმედებით რომ დაპირება გამინაპირე. მე ეს ლოცვები როგორ მშვენებით ვწერე აშლილ და მღვრიე ენებად რომ ვარ შეშლილი ლექსთა მდევრებით და მოვაჭენებ შუქებს ველებად მოვდივარ ბგერა სამ ხმოვანებით და მიწას დავწვავ მე ცის ფერებით ვრწყავ სიზმრებისგან რწევას არ ნახულს და გაბრწყინებას ვივსებ წყენებით ჩემს საიდუმლოს სხვისგან დაფარულს ჩემს საიდუმლოს ვერ გავექცევი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი