ადამიანი
ადამიანი ფიქრობს მარადზე გადაავიწყდა მას მთელი ერი როგორ ასე შენ მწარედ მაჯერებ რომ სიყვარულის სიცარიელე გწვავს და არარის სინათლე არსად და არც პოეტი გინდა მეგონო მხოლოდ სავანის აურაცხელი უკიდეობა გააეპოქო? თავშესაფარი გშიოდა ვიცი ცარიელ ტაძარს სად მიაგნებდი და შესადარი მიამორევებს ფიქრს მწუხარების და უცაბედი შენც სხვა იგრძენი დღეს აქ ჰაერი ავი მყეფარე და საძაგელი ცას მოურიყავს მზე ანთებული და შენც მის სხივში ხარ განწირული. ადამიანი ითხოვს ქარიშხალს და მასზე სიტყვით გადმომსკდარია ის რაც გვანიშნებს სულის ნათებას და მის ხატებას საოცარია როგორ გამშვენებს ყმაწვილო შენ ეს ფრთა იმედებით აალებული ვწუხვარ ეს ცეკვა ორქიდეების უნდა გაწირო გაწამებული. ვიცი მე მჯერა რომ არსად კვდება ის ღიმილისგან ჩაღვრილი ღვინო სულს ეამება ჭაღარისაგან ალიონები და საქორწინო გადაწოლილი ლამპიონების კოცნა დაისის კი დამდგარიყო შენში ადამის თიხით ცრემლები ედინება და ისევ სტირიან ადამიანო სტირიან ზღვები და მაინც ფიქრით მოგბერებია ის სიყმაწვილე რომელშიც სთვლემდი და ძილს ველური ვერც ჟინი წყვეტდა მხოლოდ განთიადს თავს დაუხრიდი და ისევ იგი ულმობლად გტკენდა. ადამიანი ხელოვნებისგან ორსახოვნებით იშვა ბუნების რომ ასე სურდა მას მზე ყოველთვის და ულმობელი გრძნობა დუელის . შორს მთელ მდელოზე თეთრი ყვავები შენს საძიძგნელად მოვლენ იცოდე ხიდი აღმართე სიკვდილთან სწრაფად მე ხელი ვეღარ გამოგიწოდე არვიცი რა ვსთქვა ან რისთვის ვწერო ადამიანო დაღუპვა გელის მაგრამ სიყვარულს რა გავატანო რომ საფლავამდე მომყვება ვნების დაბრუნება და ისევ ბუნება დაუცხრომელი ფეთქვით სიზმრებით უდროობისგან შველა არ არის შველა არ არის მე გეფიცებით. ადამიანი ყველაფერშია არფა ნიავში სიმშვიდეს იხმობს ადამიანი მძიმე ღმერთია და მასში ყვავილს მებაღე იპყრობს როგორც ედემის ბაღში გემები განთიადიდან ფესვებს ხარობდნენ შენ ღვთისმშობელო გთხოვ მეწამული სნეულ სიზრმისგან შენ უპატრონე დაიცავი და იგი დაფარე მზის ჭენებისგან ღამეს არიდე ნუ შეჰყრი ადამს ახალს შეუქმნელს მწველ სამარისგან გადაარჩინე. ფრთხილი ალოე მტკბობი წვეთებით ნამავს საფარველს სასაფლაოსი ეჰ რამდენია ადამიანი რომ მუდმივობის იცვა სამოსი ფიქრი რომელიც შენ აქ არა სთქვი გებრძვის სიმღერად და გვნებს მდუმარეს ვიტყვი რომ გელის დასაფლავება და კვლავ მდუმარეს დაგასამარებს. ადამიანი სიტყვაა სულით და სულ რითმაა ცხოვრებისათვის ადამიანი სიზმარი თითქოს სიცოცხლისაგან სიკვდილისათვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი