ღამე მესამე


იქნებ ასე ხვალ სულაც არ მოხდეს რომ პირველმქმნადი სუნთქვა არ მქონდეს
ნუთუ არვიცი მე დღეს ამ ლექსებს თან გავიყოლებ თუ მივატოვებ
მზეებმა ჩემს გზას ის მეეზოვე ცის მეოცნებე
გამოაყოლეს
ზმანებამტანი შადრევნებისგან მე ჩემი სევდა არ მიმატოვებს.
ვწევარ აბსურდის აურაცხელ წვით და გარინდებით მთვარე მეფინა
მან კი ფანჯრისგან მიტოვებული უცხო ხედები
გამომარიდა
გალესა მთვარემ მთვლემარმა თრთვილით
გზა სიცოცხლისკენ უმუდამესად
ალერსად ვგრძნობდი მის შლილ ბაგეებს და ღამის ცრემლი შემომაფეთა.
არ გესმის ჩემი ქვითინი ფრთხილი ვერ ხედავ სხივის თეთრი გოდება
როგორ სჭირდება კაცს ღამენათევს ვიცი მაინც რომ არ გეცოდება.
ვარდები ბზარებს უხვევენ ფრთებთან იმ ზღვის ანგელოზს რომ ანიავებს
მონავარდები ჩემი სხეულით აკანკალებულ
ღამის ნიავებს
უფრთხის ეწვევა წნის და ევლება როგორც აჩრდილი მიტოვებული როგორ ხარ ვიცი ჩემო მკითხველო როგორც ეს ლოცვა ცად აზიდული.
მთვარის ჩქეფებით ღამე მოიჩქეფს იმ არარსებულ ცოდვათა ბაღებს
შენს სულს უმშვიდესს გაამორევებს და ცრემლთა ზღვასაც აამდუღარებს
ეპოქის მთვარე უხვ სამარხებით გამოიცვლიდა სახეს ღამეთი 
მაგრამ იგია მაინც იგივე ჩემ საიდუმლო სინარნარეთი.
მე რომ მარადად ვრჩები ეს ვიცი მზის მონათხრობი არის ეს ფიციც 
ვიცი ცივ ბალიშს მიძინებისას არყოფილ სახეს ანდობ სულის თქმას რასაც ამხანაგს შენ ვერ გაუმხელ და ვერც ჭენებას სიმწუხარისას
ღამეო შენ და შენი სამოსი მე დამილოცა ძველმა სამწერლომ ვიცვი მელექსეს ქსელთა პათოსი რომ ცეკვა მთვარის ლექსად დავწერო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი