ქარიანელი
ნელი ქარები განთიადს ჰგავდნენ ნელი აფრები ჩემი ოცნების განაშუქარი ციდან მიწამდე სჩანს მაგიური გარემოცვების. მოვერცხლილ თაღთა აფრიალება და ლილიების რწევა მანიშნებს რომ შენთან მწარედ მაგვიანდება და გვიან ღამით ფიქრი მაგიჟებს. წვება და დნება ფერი ყვითელი ველი იმ ფერი რასაც ცა ჰქვია ჩემი ცისფერი გემის ფრინველი ვინც სიზმარს შენგან გადამაჩვია. ნელი და ხმელი შენი ხმა მესმა და ვერ მოვები ჩქარ ცის მდინარეს მისგან მოსული ღრუბლები მეცა და სერაფიმთა ხატებს მიმაბეს. ნათელთან მზისგან გამოწვეულში წყალმცენარეებს ერტყათ ელფერი თვით მესაზღვრეებს მიუწვდომელში ჯერ არ ეხილათ სახე ამ ფერი. მე გადაღლილი ცხადი საზღვრებით არსად გზა მელის აქ რად მოვედი უსისაწყლობის ხეტიალებით უკანასკნელი გაჰქრა იმედი. მოტივი წრფელი ჭენება მშვიდი პერანგი ღლილი სხეულს მიედნა მოვაჭენებდი მე გადაღლილი და გრძნობა წვდომის მამოძრავებდა. შიმშილი შენი ხეივანების მწვავდა ნაკადი წყლით მოფრქვეული ასე განწირულს მომესალმები მაგრამ სიშორის გავხდი სნეული. რისთვის მშიოდა ბუნება შენი ნელი იმ თვისგან თბილი წარსული რომ მოგონებას მწამს მოვევლები და ახლო მტევანს დადუმებული. ნაკერჩხლებისგან სურო გაშლილი სულგანაბული მტრედთა თარეშის მემკვიდრე ცისგან ღვთის ქალიშვილი ნელი ქარების რხევა მანიშნეს ვიცანი ხმა და ნელი მევლება იგი უხმოდ და გრძნობით შემავსებს მე სამუდამო ცა მელოდება უკვე გვიანი ზარების რეკვა ექო დაღვრილი გუმბათი წმინდა მე სიყვარული ვეღარ მეცეკვა და ქორწინებაც ქართან მომინდა მე გაჩენიდან არარსებული არარსებული მიყვარდა ქალი ჩემი ცხოვრების ავი მევალე როცა მარტომყოფს მომმვარდა ქარი იქ ამაფეთქა ცრემლით მთველმარე და მე უსახლომ დავთმე სახლკარი და ისევ მარტო დავრჩი მეზღაპრე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი