კორპუსი
მე სიცოცხლისგან მსდევდა კორპუსი ვარსკვლავებივით შორი სიალვე ცა შესუტრული სავსე მოვალსე და ქრიზანთემით მოხეტიალე. კორპუსი იტევს რასაც ვერ ითმენს ამათრთოლველი სიზმრის ნაყოფი ატოკებული და მომფეთქავი დიადემებით მოვდარბაზობდი. ასე ყოველგან უარყოფილი მდინარეებთან წუხს ის მოხუცი რომ არსაიდი მისგან მომესმა ყოველდროების იყო კორპუსი. ქათქათა ფართო ფარდები სცვივა მოთენთილ კართა მოჭრიალებას განთიადისგან მონავედრები კორპუსს უფარავს იდუმალებას. აქ სამოთხეა თეთრი რომანსი და აღმართული უკიდეობა უსახლოობის მწველი ხასხასი და კორპუსების ერთობლიობა. ვწევარ ხატება უმიზნოობის მეეზოვისგან შეფარებული არვიცი დღეს თუ ასე წამება ჩემზე ძლიერ არს შეყვარებული. ოჰ მოცისფრული ფრთები ნავარდი გასკდა მფეთქავი ჟინიერებით ჯერ არ ნახული ფრინველისავით კორპუსს ვქარობდი მიღმიერებით გადამავიწყდა ძილით დილებით უარყოფილი ყვავილებისკენ მივაჭენებ და ვეღარ ვიხსენებ მოდრეკილებით უსახლობისკენ ვეღარ ვიხსენებ სარკმელთა კოცნას და ისტორიას ფარავს ბურუსი კორპუსებისგან მზე აღარ ჟონავს მარადიულად კი სწევს ლოტუსი. მონათქრიალი ქარიშხალი და უსივრცოობის მკრთალი ნუგეში შემომეხვია ორომტრიალი ქარიანი და უუხეშესი არვიცი არსად არ მესმის სად ხარ პატარძალივით ალმა მაბრმავა რიგები სარკმლის განაშუქარით აქ არსაიდი თოვლით დაჰფარა. მე ფერისცვლამდე მსდევდა კორპუსი უამრავობა ბედის ვიცვალე ახლა ედემის მძმობს ანგელოზი და როგორც მამა გარდავიცვალე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი