მონაზონი


მონაზონი ღვთისმშობელს ჰგავს გარინდებულს და იდუმალს
მონაგონი ცოდვისაგან დღემდე მის გულს ცრემლი მდუღრავს
საიდუმლო ლურჯი დაღი შენს ფითრიან კანს ესვნა
შავოსანო თეთრი სახე სანთლის ცვილით დაგემშვენა
მახსოვს ფითრით ის სამოთხე ტაძრის ბაღში გადაზრდილი
ფიქრით მავსებს შენს გარშემო მოფრენილი სერაფიმი
გალობს შენთან მოფენილი იადონისფერი ველი
ლაღობს ჩემი სული მშვიდი და უღმერთოდ დარჩენილი
გელოდები მონაზონო შენგან ფრქვეულ სხივებს ვიხმობ 
რომ საფლავის ქვაზე ყვავილს არ დასტოვებ არ გამიხმობ.
მე დედაო გევედრები მომაშორე ეს არსება
ვინც ყოველჟამს ამ სულს ტანჯავს და მაღირსე მოსვენება
ხომ ხედავ რომ ვწერე ლოცვა ვწერე სულით ყოვლის სახე აღსარება მუხლმოდრეკით და ქვითინით გამოვსახე.
შენ თეთრი ხარ როგორც ალი ღვთის სიზმარში მოქანავე
ფერმიხდილ ხელს ფენად იწყობ და ზეცისკენ მიმაქანებ 
იხრება წყენად იღვრება წყლებად შენი თვალების ყოვლისხსომება
უმანკოება და მოთმინება ვით ჯვარზე გაკვრის მოახლოება.
სივრცე აშლილი სად მელოდება რად განვიარე მწვავე გირგალი მწარე გოდებით და შეცოდებით
ლოცვა უსიტყვოდ რაღად გითხარი.
უსახოდ სავსე სახებებისგან მოქაფებული გავნვლე ეს გზები
სული ვიცვალე მე გავფრთოსანდი და დავივიწყე ცივი ცხედრები.
და შენზე მოსჩანს შარავანდედი როგორც არ ნახულ ოცნებად ცვენა მაგრამ ცრემლიანს თვალებს ქვევით ხრი და იმ წუთს გინდა იყო პეპელა.
არვიცი ახლა როცა ეს ხმები მჭკნარ და უსულო ფიქრს აღვიძებენ
არვიცი ახლა ვის ვევედრები ვისგან მოველი პასუხს არ ნახულს
და ვით ქალწული მიტოვებული ჩემი ცრემლები
ცად მაცილებენ
მაგრამ მე შენი მწამს და მოველი დედაო ველი მე სხვა სიცოცხლეს.
და მოლივლივე ჯვარი ნარნარი რომელსაც ქრისტეს სისხლი ზედ ეცხო
თვით სიკვდილსგან ეს ანგარება ვზიდე რომ ნათელს ერთხელ შევესწრო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი