დილა
ამ წუთს ოთახში დილისგან მზისკენ იხარა იმედი და განთიადის სახებით სხივებს დილაში მივსდევდი ღრუბლის კვეთით იქარგება უუხვესი ჩემი დილა მივლის დაღლილს გულნატკივარს უსახლკაროს მომცა ბინა რაღა გინდა სულო მჭკნარო? რაღას ითხოვ ეს არ კმარა? უარყოფის მწვავე კალთას და განწირვას მან გაგყარა წყნარი დილა მომდინარე ფიქრს ავხორცულს გისამარებს მოტივს მანდობს მონაბერი დილა ვნება და სავანებს როგორც ხატი ბნელ ოთახში მკრთალ კიდეებს ეტირება და მეც აქ რომ შენის მსგავსად დილისფერი მთვარე მხურავს როცა ხმები აჟღერებენ ქალის ქარს და მონაქუხარს ცბიერი და ავის მქმნელი ნელი ღამე მოვიფარე მოკანკალე ვწერდი ამ სტროფს მთვარე ავი მოხარხარე ჩემს გულს ქარობს მისი ლანდი და ჩურჩულით ქარი მიყეფს შენი სული აქ მუდმივად დაღლილი და ხმელი სუფევს ამბობს მხარე აქაც ხარობს შიმშილი და უბედობა შეშლილი ვარ მე ღამისგან დილა სალამს მეუბნება ნატიფ წვიმის წვეთებური სათუთი და სანუკვარი წამი სათნო დილისფერ ზღვის ჩემსკენ რწევით მონაქარი მოირხევა ბაღი მისგან მე მოველი აღტკინებით როგორც ჩვილი ემბაზიდან ჯერ კიდევე შეურყვნელი. ო ხატებავ ნიშანი ხარ შიშის კვდომის და გათბობის დილა იწვა ხეებს შორის შვილი უკიდეგანობის ვერ ვიგრძენი გრძნობა ერთი ნდობა სახის სხვაზე მეტი მქონდა უკიდეო ცისკენ უთვისტომო სიგარეტი აშვერილი როგორც ყოფნა და აშლილი ქარში ბინა და ეს გზები დასეტყვილი უბინაოს მომაცილა მწვავდა ოქროსფერი თვალი განთიადით შენ მითხარი ასე ბედად მოგონებად შეყვარება ორი სულის სიმარტოვე არის ერთად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი