კრავი
რბენით ყვითელ დღეების კლება აირეკლება მშია წუთზე წამების თრობის დრო ამერია ჩემთვის საოცრებაში ცრემლი დაილექება და ჩოქებით კრთომაში თეთრი იღუმენია ნავით მიამორევებს ზღვაში არყოფილების უსაზღვროობისაკენ ქნევა ფრთათა სახვაში კრავი სივრცედ ოცნებებს გაშლის განაპირების ჩუმს და აბობოქრებულს ზღვებით გამონაქარში. ფრანი ამ სიყმაწვილის ვიცი დანაოჭდება კრავი მომელანდება უხმო და ნაღვლიანი ცისკენ გზა უკუნეთი ძვლებში ცივი ჟრჟოლება წყალი მომეფარება სიზმრით იქ ბაღიანი. იყო უხვად რძიანი იქ ავსება სულების ფერმიხდილ იქ ხეებზე უფრო ვარ ფითრიანი მაგრამ ქარმა დამღალა მე და ქერუბიმების კრავი ნაცრისფერებით მხვევდა სანდომიანი სხივით გარემოცვები მძივად შემომეფერვის. რისთვის მელოდებოდა გემი შთაგონებების საითკენ მივდიოდი რომ სამოთხე მენახა აზიდულ კიდეებთან ხროვა ყვავილობების ფარდა დაირწია და როლი გამომესახა. კრავთა იდგა ჯგუფები და წვიმის სურნელება მოდიოდა სახებად თვით სიკვდილი ჟამების სიზმრით გამოცხადებით მიწაც კი იძვრებოდა ვით უკუნეთს თაღებით აშუქებდნენ ბეწვით რადგან სიკვდილს სიცოცხლე ნებით გადავეცით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი