333


ქრება სვენება შენი თვალების
ფერმკრთალდება და უსახოდ ჭკნება
მინდა მჯეროდეს გამოსალმების
და შენს ცივ ბაგეს უთრთოდეს ვნება.
მძინავს გახვეულს გრძნობის საზღვარში
როცა უდროობს თრობის დაფანტვა
მოფრინდა მტრედი ლანდის ტაძარში
და თითებიდან ძალა წამართვა.
სულში ნაფენი სასანთლეების
მჩქეფარე დარდი არ მასვენებდა
ვეძებდი პოვნილს ორსახოვნებით
ვინც სიხარულით ამაცრემლებდა.
ხავერდის ხედით ვარდები მტკბარი
ქრება და ვხვდები ბედი არ არის
ერთიც არ არის მზისგან გამთბარი
და ისევ ხმაა ბნელი ჩახმახის.
მიყვარდა ყოფნით სულის ქსოვება
სიზმარი ცხადი მკრთალი ცისგანვე
მინდოდა მეთქვა სულ მეხსომება
როცა თიადში გამომეცხადე.
მკრთალი ხეები თითებად იქცეს
და მღვიმეები შენში ჩავახრჩო
დაგვიანებით მომატირიფეს
რომ სამუდამოდ ბედს ვუდარაჯო.
შრება მშვენება ზეციალების
ისევ არ კვდება სახე ელფერში
მაგრამ სხივებში გაშრიალების
მესმის ქალის ხმა ცოცხალი ჩემში.
თვალში მდუმარედ მე მდუღარება
შენმიერებით მცნობდა ყოველთვის
მაგრამ დროების გფენდა სხვა სახე
რის ძიებაშიც კვდომა მომელის.
სხივო ნათელის ფაეტონებით
სად ვრბოდი ქვეყნის უკანასკნელ გზას
სადაც ყვავილებს ცნობით
არსაიდს ვუტოვებდი მე მიწით არყოფნას.
ტუჩების ცახცახს მდუმარედ ვეტრფი
ქუჩებში რაღაც მარად მედევნა
და ჩვენ ორ ქმნილებს ორქიდეები
როგორც აჩრდილი მოგვედევნება.
ლღვება ფერებით თეთრი ალები
ძაფში იბმევა სერი ხეების
გრძნობა არასდროს ჯერ არ ყოფილი
გამოუცნობი სულიერების.
მოხდენილ თვლების თითზე შემკობა
სივრცეებით ველს ფიფქად ედები
სირინოზისგან მთრობარი კაბა
და სველი თმები როგორც ედემი.
ვერც მე არსებით ვერც ვერაფერით
ვერც კი ზმანებით ვერ ვღწერ ხარებას
თვით უკვდავებას შენი არყოფნის
იასამნისფერს და შეყვარებას
მიზნის დაღლილი თრობა მასვენებს
და ავრორებით ვარ სიცხადეში
სხივები შენგან მადლით მაცხელებს
ამ აურაცხელ მოდუნებებში (ჩვენ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნელიკო მამუჩაშვილიმხატვარი9 თვის წინ

უდროობა ხარ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი