თავის ქალის ქალაქი


ამ დროს ქალაქს ხეებისგან საუკუნო ჩრდილი ხურავს
როცა ღვთისფერ ლამპიონი მოებმევა ბნელ სახურავს.
აშრიალებს ხიდის ვარდებს აივანზე წვიმის ცვენა
და მოტივმა ცხელ სიზმარით ქალაქს გული აუძგერა.
მხოლოდ ლოცვა უკანასკნელ ცას ყვავილით მიეძღვნება
უმიდამო კალთა ტყეებს სინანულით აუკრთება.
ვის არ ესმის უძილო წუთს უხვ ფიქრების თარეში
აცრემლება ცის წვეთებად ფანჯრებზე მონათქეში.
მარტოობის ხმები თითქოს ძილის წუთებს დაითვლის
ნაპოვნ გრძნობად მოსვენებას მსხვერპლად წირავს დარდისთვის.
სული ასე ვინ გაიცნოს ვის უნდოდეს მისი ძებნა
სულ ვერასდროს ვერ იგრძნო მან ნუგეში და წრფელი ხვევნა.
შინ ან გარეთ გრძელი სიტყვა მოკლე გრძნობის ვისთან ითქმის
არავისთან სულის ბმევა ჩემ ცრემლების წვეთად არ ღირს.
თვით სიზმრის ქვეშ მენთებოდეს გულში სავსე ხალისი
მე არ მსურდეს ცივ ქალაქში თბილი მშრალი ბალიში
ვერწყმი ქალაქს უდროობით და დროებით ვენისლები
ვხედავ მის გულს მოცახცახეს რითიც ვწერე ეს ლექსები
რას მიმღერებს ეს ქალაქი ნელ სიზმრის წვის შემდეგ ჩნდება
ფერმიხდილ ცის ფერსიცვლაში სხვა სიცოცხლე მესალმება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი