არსაიდელო


არსაით წამს წუთის რწევა მე არა მწამს ვფიცავ მზეებს
უდროობა უფრო მინდა და დროების აქ ჯიბეებს
სწყდება ბაღში არფის მწველ ხმას უკანასკნელ ბგერის სიმი 
როგორც მზის კიდეებიდან სერი სხივით სერაფიმი 
ჰკივის იგი და თან წელავს დროებათა მწიფე ნაყოფს
არ არის დრო არ არის ხსნა იგი ფრთებით ზღვას მიამბობს.
არსაით სხვას არ მოველი და მაინც სად იწევს გული
ჯერ არ ყოფილ ქარს მისვდევ და მხოლოდ მზეებს მივენდობი.
ბოლო სიტყვის ძებნა მგონი მიზეზია აქ მოვლენის
რომ სიკვდილთან გესმოდეს ხმა მწველ სხივების სიახლოვის.
კაცია თუ აკაცია ყველა კვდება ყველა მიდის
მარადიულად ბრუნება მთავარია ცივ დაისის
რაზე ასე იწამებ თავს ასე რისგან ხარ დაღლილი
წამიერ წუთს ერთი კვდომაც შენ არა გაქვს გადავლილი
ღამიერ მწუხრს განთიადი მზის დიადი სხივიც ერთვის 
შენ ყმაწვილო როცა გძინავს შენს ცივ ფარდულს დილა ეტრფის
შენს სიყვარულს ჰქონდა ზღვარი ავის მქმნელი მწველი რწმენის
რომ ამ ქვეყნის შეგიყვარდეს მხოლოდ ნაკვთი სულიერის
რატომ რისთვის იკავებ თავს რომ ის გახდე ვინც იყავი
ედემის ბაღს შორი ახლოს ვისში ეძებ ვისთვის კნავი
როგორც სწევს აქ ცვრით და წვიმით მონაკლავი
თეთრი კრავი.
შენ სისველით ელი ცისკარს ელოდები მძაღე ფიქრით
მიენდობი მწარე ქვითინს და სიკვდილთან იწევ ფიცით.
წარსული თუნდაც ნარნარი და მომავალი ავ სული
შენ ამ ლოდინის მონა ხარ და უარმყოფი ასულის
ცისგან ვის ელი რას ითხოვ მზე მხოლოდ შენთვის აინთო
თვით კვდომამ ჯვრები ზეცისგან სამარადჟამოდ დაგიმხო
ასეა როცა არ კმარა სიცოცხლე მარადიული
ხედავ ცაზე სჩანს სამოთხის ემბრიონები ციური
ირხევა წუთში წამები რისთვის სთვლემ რაღას მოელი
რომ ჯვარზე განაწამები იყო ჩვეგანი ყოველი.
ვერ გრძნობ სნეულო რომ ეს ცა ზღვები
მთები და ეს მდელო
არის მუდმივი ვერა გრძნობ? ვეღარ ცნობ არსაიდელო.
კარგი მაშინ ასე გიხმობ და მოგითხრობ ჩემს ცივ ზღაპარს
ჩვენ ორ მხარეს რომ სიცოცხლე მოგვაფარებს ზეცის საფლავს.
არსად და ვერსად ვერ დაისვენებ მე იქ ლოცვებით გეტრფი ამ ლექსად
რადგანაც ვიცი განწირული ხარ მე კი სიმართლეს
გეტყვი ალერსად.
არსაიდელო ყმაწვილო ნუ ხარ ამ ცივ გულისგან დანაოჭები
წუხარ და ისევ შენი თვალები ხმებიან ვით ხეს ცივი ფოთლები.
და მაინც ვიცი რომ ეს მოწყენა უტკბესს ღიმილად გადაგეგცევა
უმწვეს გრძნობების ძონძით ნამოსი სული ღტკინდება როგორც პეპელა
და შენ მიდიხარ ისევ ბრუნდები ისევ უნდები ცას და ველ მინდვრებს
როგორც ბნელ წყვილებს ლამპიონების საღამოები ააგიზგიზებს
და მაინც საით მიდიხარ რისთვის ძნელი წამები გადის სიყრმისთვის
ვარდი სიცოცხლით აგაჩქეფებს და ტირიფებთან სტირი ზეცისთვის.
წამი წამია თუ გაწამდება სწორედ ამ წამის ფერისცვალება
შენ განიცადე რასაც ვამბობდი წუთიერება და შეყვარება
ქალებთან ერთი არარსებული ცხადი თან ქალი მზით მოდიოდა
რწყავდა მძივებას უმანკო იის და ქრიზანთემის
ქარი სდიოდა
შეცბი მღელავრე თევზების მსგავსად და გაიჟრჟოლა შენში ზმანებამ
გადმოსდიოდა მის კანს ფითრისფერ სასანთლეების უხვ მცხუვნარება
ქუხს მდუმარება სულით ელვაში რაც თქვენ ორს შორის იყო ბმეული
ციურებაში როცა ედემით ცამ ჩასახვისას ჰქმნა კურთხეული
ჯერ არ ნახულს შენ სიყვარულს ზღვა სიხარულს
მზით იგრძნობდი
სხვა მაშინ სთქვი შენ სათქმელი და უჩუმრად იღიმოდი
ბედის ცვლაა არა? თითქოს მეუბნები მწველი მზერით
რომ სამარეს ჰკლავს სავანე და ჩვენ კვდომას ვემიჯნებით
არა ასე მე აღარ მწამს წუთიერი ვნებით ძალის
თუ კვდომაა დაე მოვკვდე გაწამება იცდის წამის
თუ ხვევნაა მზის სხივების და მინდვრების სიო მამჩნევს
მე სიყვარულს ვუძღვნი ამ ქალს და მუდმივსაც მას დავარქმევ
სცდები მწარედ როგორც მავნე ალით სავსე მოჩვენება
რომელსაც სურს რხეულ ფრთების სამუდამოდ მოსვენება.
მე სრულიად მსოფლიოსთან მძიმე მძივით
ვემძიმები
არ სთქვა სიტყვა ჯერ არ თქმული ქალს კიდევე ესიზმრები
მე გიამბე რომ ასე სჯობს რომ არასდროს მოკლა წამი
მაგრამ ვნებას და ქარტეხილს მოარიდე შენი თავი.
შენ არ გჯერა ჭეშმარიტი ცეცხლით ალის სიხასხასე
ვერცხლის ხაზით დროის წვა რომ თვით სიცოცხლეს მოასწავებს
მე არ ვიცი ასე სადმე ვის უყვარდე როგორც აქ მზეს
როგორ სავსეს ალიონზე მის სხივები მომავალზე.
და ის ქალი ალისფერი დაიბადა იქ წარსულში
და შენც იქ იმ ავდროების მოგაქცია მის მარყუჟში.
რაღა გინდა შენ მგოსანო რაღას მერჩი მე არ მესმის
ვით ფრთოსანი ძირს დამამხე სადაც ხნიერ მებაღე ზის.
ტყის სივრცეში აჭრილ ხეებს და გუბეებს ვტრფოდი ერთი
მხოლოდ იქ მყავს ჩემი ღმერთი იქ მიყვარდა ერთადერთი.
ნუ წუხარ ძევ ღვთის ბაგისგან პირდაპირო ნაძერწილო
გინდა მარადიულობის საიდუმლო გაგიმხილო?
მუდმივად მზე დაბრუნდება დილისაგან რწევას იწყებს
ღამის ჩრდილიც მარადისით მზის დარჩენილ სხივებს იწვევს.
მაგრამ სხივი შენ გიფარავს შენ გიმღერს და შენ გადიდებს
რადგან მას შენ გარდა არვინ არასოდეს არ აღვივებს.
დაე ადიდოს იგი მან ვინც გადარჩება სიკვდილთან
და მუდამ შობა დღეების მზისგან ცისაგან მიწიდან
შენ იგი დაგფენს ნათელ გზას სანთელსაც მოგცემს ბნელისთვის
თუ მას ადიდებ მხოლოდ შენ სმენაც გევსება ზეცისთვის.
არსაიდელო მისმენდი გესმოდა ეს საიდუმლო
რა არის სიცოცხლისათვის მიზანი რომ გაიგონო.
ახლა სიყვარულს სულისგან ყველაფერს ყოველგან შესწირავ
ყველა მზეს დილით არ ნახულს არსაიდიდან იჩრდილავ.
და სტირის ხმელი ყმაწვილი ბნელ კიდეების ცრემლებით
თვით უკუნეთსაც არ ესმა ჯერ არ სმენილი ხვრელებით
ასე ქვითინი უღონოს და სულის სხივით დაცლილი
ფრენა არ მძალუძს არწივის ვარ წამებისგან დაღლილი
და ისევ წამში წამებით სიკვდილი ცივი დააბამს
საცაა წუთიერება წამს წამით ჯვარზე გააკრავს
და უდროობის დროებით სული სხეულში არ იცდის
თუ სიცოცხლეა სასრული მაშ სიკვდილისგან რა ისმის
დაე ადიდოს იგი მან ვინც აქო სიცოცხლის წამი
და უსასრულოდ იცხოვრა წუთიერების იქ სკამი
მაინც მოგველის გრძნობებში აქ უკუნეთის
აგება
მაგრამ ბნელეთში სიცოცხლე სიყვარულისგან  
აღსგდება.
ვინც ვერ იგემა მუდმივი დაბრუნებების ხატება
იცოდე ძლიერ სიყვარულს მუდამ სდევს ძნელი წამება
გაება მის ბნელ მახეში რომ ეს მზე უმქრალესია
მე ვსტირი რადგან ვიცი ეს მზე ალთა ციურესია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი