მკისთვესთან ქრისტეა
ღვთის ძეო ცაო იესო ქრისტე ტრაგედიაა დასამკრძალველი ოცნება ჩემი სავსებით მკისთვე უკიდეობით განუსაზღვრელი ამაღამდელი ნისლეული ზღვა საიდუმლოსთან ჩქეფს და ქვითინებს ჩემს ბნელ უბნებთან დასუროება აღსარებებით მათავისუფლებს აღსარებებით მათავისუფლებს ჯვრით მონუგეშე სისხლი ცისფერი და ჩაეღვრება სიზმარს უვნებელს მზით ავლებული ალის სივრცელე და მაინც ვიცი სხივებს სილაში ვითევ სიტყვაში გაცოცხლებული სულის ოცნებით მკრთალ ნასიზმარში ბნელი ტყე იწვა აყვავებული და მაინც ვიცი სხივებს ქვიშაში რა აელვარებს ცისგან დანაშუქს სამგლოვიარე ქვესკნელისაგან ცივ იებად თვალს მუქად დანამულს რად მოვიარე რა ცა რა მიწა შემქმნელისაგან უხვად ფენილი თანავარსკვლავედს სული დაეცა განთიადიდან გადაფრენილი და არის საით ზღვა სინანული ოცნება წყევლად არ დამისრულდა ვერსად ვიგრძენი სხვა სიხარული სულს ბეთჰოვენი ყოველგან სურდა გარდაისახა უკანასკნელი ჩემი ცხოვრების მემატიანე ცხელი ტყვიებით უკვდავმყოფელი მან ჩამინაცვლა დარდით სიამე მოვიფენ ხატებს ორქიდეებთან ვხედავ სამოთხის ზღვაში ველია მძაღე წყლულებით შურის ხეებთან ჩრდილით სიავე უმალველია ღვთის სიტყვავ ცაო იესო ქრისტე ლილიებით ჯვარს ეელვებოდი ოცნებას ჩემი სიზმარეთისკენ აღდგომის ხატად ევლინებოდი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი