ოლამი


ცისფერი კატების ლანდების ცრა
გზა სავანიდან სიზმარეთის ცა
არაფრისგან მზე არავისგან ხმა
ან რა ქრის ღამე ნაკადისგან ზღვა

წამიდან მყვება ზღვა სამარიდან
მწველი ქარიდან მოილღვა სული
ქარში ქარეული მონაქარიდან
შარავანდედები იწვის ფარული

მდინარეების მონასხივიდან
გარდაცვალების საუფსკრულეთი
ვალკირიების მონაქმნილიდან
ჟონავს მუდმივი სხვა უკუნეთი

ჩიტები ფლობენ მზის საიდუმლოს
ყოველ უცნაურ გრძნობას გრძნეულის
ფრთის ქნევით სული დღით მომიდუნოს
მონაჩქეფ ფრენით ვნება სნეულის

ქარი აქარი სადარი კვდომის
ნაყვავილარი ბაღია სერი
საკურთხეველი კიდური ზოლის
ქარში ციალით დგას მონასტერი

თვლემს მონასტერი ფერთაცვალების
მთვარე მოთვალთვალე სულში მეკონება
მჭკნარი საიდუმლო ჯვარზე გაწამების
მშიერ საფლავების მიწით მელოდება

ამიტომ ვეტრფი გრძნობით არსაიდს
დარიდან ქარის მოახლოებას
გულმოწყალება ბედის ვარსკვლავის
არსად არ არის ვერწყმი ამ ნებას

ყვითელი წამების ნათელის ზღვა
მომერკალება განთიადის ღვრა
არაფერისგან სავსე სულის წვა
ასე სიცოცხლე იშვა კვდომისგან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი