ედემის გენი


ედემში ფეთქავს ფითრის საბანი
გიშრის ტყეებში ავლებულია
ტბაში ბურია ბაღით ნაბანი
სიყვარულია რაც კი სულია

ასე ყვავილობს ბაღი ედემის
განთიადებს ღვრის სიხარულისგან
კრთის ცისგან ალი სხივს აციალებს
და აფრიალებს ზღვის ტალღებისგან

ეზო ედემის საციფრეთივით
იწვა სარკმლის ქვეშ აქაფებული
მზით მონათლული ბეჭდის თვლებივით
ემბაზებივით ამძივებული

ედემის ბაღი ახლო სიშორე
საიდუმლომდე გარდასახული
ის დაკარგული სიზმრად ვიპოვე
და მოვიგონე დღე არ ნახული

ედემის კარი დანამულს ეწვა
ფრთები აწეწა ხმით მონაქარი
ვით მონარკალი ხე გადალეწა
ალი სიყვარულს ერწყა ჩამქრალი

ვგრძნობდი სისველეს სიმხურვალეში
სერაფიმებმა მედგრად მიშველეს
წელეს სულისგან ხმები ნავებში
სერი დინება ჟრჟოლვით მიფერეს

დასრულდა დუმდა მარადის ბაღი
კარნახი ლაღი აქ სიყვარულის
რა სიხარულის თამაშით დაღი
ქუხდა ფრთათა შლით ზღვა სინანულის

აჩონჩხებული ყვავილებია
ცივი ზღვებია სისხლით ქებული
აქაფებული ძვლის მძივებია
და სხივებია გარინდებული

ედემის ბაღი სერ ტყედ დაიქცა
სვეტად ნაგები გრძნობები ლღვება
ის ვინც მომყვება კვდომით გაიქცა
და ჩამიღვარა გრძნეული ვნება

ასეა ფარულს სიყვარულს კერა
სცნობს გამორკვევა უცხო ბინაში
როგორც ედემში ქალწული ევა
წარსული ება ცოდვილ სიზმარში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

საოცრებაა❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი