ალიონი
მე მელანდება ცხელი სამოთხე სველ კიდეების ზღვაში ლალება მზის დაბადება შენ მიგალობე და სიყვარული არ გენანება სიზმარო სუნთქვა მივეცი ქარებს ხეები თვლებით მაქანდაკებენ მე არარსებულს მოველღვი შენთან და გახარებით მომაქანებენ მზის დაბადება ჩემში აღსრულდა ძვლებად ქცეული ალიონების ცრემლის მრავლობა ტუჩთან ჩაცურდა როგორც ხატებზე სვლა მირონების სიზმარო თითებს სხივებად ეკრთი ვსრულდი ვსრულდი და ისევ დავბრუნდი ცისკენ აფეთქდი სიზმრის ქალღმერთი და სამოთხისფრად მევლინებოდი ასეთად მერთვი მთვრალი სამოთხის ალიონებით დამძიმებული ვგავართ ყვავილებს უწონადობის და ვქრებით სხივით გაფითრებული ირწევა თმები და კიდურები თითები შენი სახეს მითეთრებს თვით კვდომისათვის განწირულები სიცოცხლეები ჩვენთვის იფეთქებს შიმშილი დამსდევს არარსებულის ვით ანგელოზი ახალშობილებს კრუნჩხვით იშლება ტყეთა კრებულის რაც სიმარტოვეს ყველგან მიტოვებს მოგველანდება ალიონები განთიადებით ორსახოვანი თან ანგელოზი თან დემონები და გელოდები მე სხივოსანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი