ფხიზელი
დღეს მარადის არის ცაზე მთვარე გათეთრებული ანგელოზთა ცისფერ ფრთების ქნევით გარინდებული ქარით გაფითრებული მძივის სინათლეებით ვით ნათელი მზეებით ლურჯად შეღამებული ჩქარი თვალი სავსე მთვარეს ციალს აფრქვევს მთელი გრძნობით ასე კვდომით ნაზი ბროლით ათევს ღამეს ნათელს სავსეს მთვარეს დამღლელს დასებს აფრქვევს ვაზთა მორთვით. ღამე მწარე წამებს იტევს იმ ცრემლს იწვევს საფლავის ქვა არავისთან არასოდეს არავისგან სალამის თქმა. დღეს მარადის არის მთვარე ცაზე აელვებული ჰარმონია უსიცოცხლო არ მქონია ველური. მხოლოდ სვეტთა სიზმარია სახით აღელვებული აქ ამ ხმებთან იცვლის სიოს თეთრი ხატით რიონი. საიდუმლო კოშკებისკენ იწვა გალაკტიონი. ისე მოკვდა მზისკენ მოხვდა ელვა მთვარით ასხმული, ტაძრებისკენ ფაეტონით პოეზია შთანთქმული ასივრცდა ცის მთვარით მტრედი ბედის მკვეთრი ბზრიალით როგორც დახორცმეტებული სისხლიანი სიზმარი, დღეს მარადის არის სახე ღამის უწონადობის ჰანგთა ჰანგის ფრთათა გაშლის სულის უხმო გალობის, ანძთა მღვრიე ვარდების ვით ხატების დაფენა, რომ უნაზეს კუბოში სევდა დამენახება. ზღვის სწორ უდაბნოებში მზისკენ ამაქარებენ ცისფერ უსაზღვროებში ღამეს ავარვარებენ მთვარეს ააბროლებენ თაღით სიდონიები დაღლის ზიდონ იები ჩემსკენ სიმფონიები ღამის სწრაფი კალთებით არფის ქაფით ფარდებით, ვარდებით ვშლი სულის ფრთას. გავშლი ცაში ანთებით ვარსკვლავების გულისთქმას. ცისფერი ხომალდებით დაე, აღვსდგე მთვარიდან ნეონის სამარიდან ლექსებით სავანიდან, ისევ ქარს შევეკვეთო, ისევ უნდა ავენთო ღამის ბნელ ექოებში, როგორც ამ დღეს მარადის მთვარე სიწმიდეებში. ისე უნდა ავენთო, ვით ჯვარია საფლავის. სამუდამოდ აქ მზეა მარადისით ნახვამდის ცა უღამოდ არ არის გზავ, მარადის არსაიდ სამუდამოდ ნახვამდის მარადისით ნახვამდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი