ტყემლის ხეები
ტყემლის ხეების აქაფდა ტომი აქარდა ქარის ხატად იები სხივში აიმღვრა ბედის კანონი ვით გადაღლილი სიდონიები ფასკუნჯებს ფითრი როგორ ეშალა სიზმარს უწონოს ამუნჯებს ფიქრი ტყემლის ხეები გადამეფარა ფიქრის ფურცლებით დაბნელდა წიგნი ტყემლის ხეებით ააკანკალებს დილისიერი სულებს დასერილს ყველა ზმანების თოვლიან კარებს მზე აარკალებს სხივად დაფენილს ქარიანია დარები ცეკვის თან დალალები სამკაულობენ მონაცისკრული ფიფქიან ტყემლის ბოლს აბროლებენ გაზაფხულობენ ამ ერთი სიზმრის ფასია კონა ამ ცების გზათა ბედის დაფრქვევა აქ სივრცეები გადამიწონა ტყემლის ხეების იყო მოწყენა თეთრი თითების ატიტებაა რა დიდებაა ტყემლის ტყეების დღეებით ცვენის გარინდებაა ცა ბინდდება შორს ცივ მხარეების ზის ბაგეების მტკბობი სურნელი თბილ ყვავილებზე ხეთქილ ნექტრებად გამოვედრებად დილის მწყურველი ვინც ღამეებმა სისხლის წვეთებად სწყვიტეს დაღადრეს მოჰკლეს დაღალეს ყველა იმედის სწორი ხატება ჩემში აქ მხოლოდ მიმომიფანტეს ბედით უფსკრულის გამონათება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი