აასუდარა


თეთრი დილისიერი სწრაფი განთიადების
სადარბაზოებისგან ღამეები შუქდება
მზეზე გადაფურჩქნებით ყვავილთა ფრიალების
ზღვა რიგიან ალების მათ იქ შეეგუნდება

კვნესის ღვთაებრივობა ნაქსოვი ზმანებების
რატომ იქ წამებების მეხვევიან ქარები
ცივია სივრცეები უფრო წვის ალებია
წყევლის კრისტალებია მთვარის ხმელ ხომალდები

მესმის გარინდებული კვდომისას სიმფონია
სულისთვის კულონია თვლემა ავერცხლებული
მთვრალია რაც თვალია კედლიდან სიდონია
მოდიოდა სურნელი წმინდა შარავანდედის

ბედისთვის მიომია ცეცხლიანი წამებით
ქრიზანთემიანია ციფრიანი ხატება
კიდეების უწონო ჩირქიანი დაღებით
სილიანი ქარია ზეციალის ნათება

ჯვრებისგან სიზმარია სულის მატარებელი
სიკვდილის თაღებიდან პირდაპირი კვეთება
ფრთების აჩუქურთმება კვდომის გამჩერებელი
ქარი ჩქარი აქარი საბნად მომეფინება

მოდიოდა წმინდანი ცხელი კორპუსებიდან
თითებიდან სითეთრე სიზმრით გაფითრებული
და სდიოდა სიმწიფე არსად პოლუსებიდან
ციალების ზმანებით ფითრით დაბინდებული


ბედის დილისიერი ჩქარი განთიადების
სწრაფი იდუმალებით ღამეებად მუქდება
ვერცხლის იადონები გედის შარავანდედის
ხორცმეტის ჯადოები კვდომას შეესუდრება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი