Vox Anima


ეძღვნება ანი გასულიას. 2020.წ.3-დეკემბერი


ატირდა ტიტა ტაძრის ბაღებში
ჯვრებით აწნული ვარსკვლავებიდან
ვით განთიადი დიადემებში
ამგლოვიარდა პატარძლებიდან

ხმელი პეპლების ტყეებად ფეთქავს
სველი ფითრები წმინდა ბარძიმის
ზღვიდან ვხედავდი სიზმრებს მომღერალს
და სიმფონიას კვირტად ყვავილის

ტაძრის ხატები ფერმკთალდებიან
საღამოები კვდება ბაღებში
სმენა ცივდება მაინც მღერიან
ღვთის ცრემლთა ცვენა ანგელოზებში

იწვის ქარები ვით დაფლეთილი
დაფნით ფენილი იორდანია
მზის ციალები გზისგან წყევლილი
ამ პოეზიის მონაქარია

სივცრეებიდან გამომაჭენეთ
უარყოფილი არსაიდების
თქვენ ასე მამა გამომასვენეთ
ყველა პოეტთა აღორძინების

სამყაროების შარავანდედი
ასე ცისფერი პეგასებია
და მარტოობის შორი ლანდები
მზის კიდობანთან გამყინველია


ატირდა ტიტა ტაძრის ფარდებში
ზღვებით შთანთქმული ზამბახებიდან
რომ სამუდამო სასახლეებში
ძვლები მიჟრჟოლოს ტაეპებიდან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი