ამბოხებაა აზამბახების
მზე ფრთას ციურებით როგორც გარიჟრაჟი ზეცას ედინებით მძიმე შროშანებით მე დღეს დაგნიახეთ ხატად მარიამი ფრთხილი ფირუზების ქარით მოგაგენით კვირტები წვეთავს და მძივები წვიმს ეგებ მეღირსოს გზა სიზმრიანი გარდასახება ყველა ოცნების იქ ლილიობდეს ვით მარიამი და ვიქცე ხატად ქარით მოსული ვით ორეული ზამბახიანი ზღვის პანთეონი ამაღლებული ვარსკვლავიან ცის ხმა მარიამი სჩანს საფლავები გარინდებული იქ მათ ორ შორის ყვავილებია სხვა ფიქრებია დავიწყებული და სიყვარულის ღრმა სიზმრებია მზე ფრთას ციურებით როგორც განთიადი ზეცას ვევედრები ვინმემ მომაგენით მე დღეს დაგინახეთ ღამე მარიამი ვით ზღვა სხივიანი ნელი შროშანებით დილა სამოთხიდან როგორც მარიამი ვინც მზის სახებიდან ქარებს აქანავებს ვერცხლის ხაზებიდან ისევ ქარიანი სივრცე შროშანების ხატებს აზამბახებს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი