ცისფერ იები
სივრცეობს წყნარი ცის ალიერი ნარნარი ქარი ხატს ესახება დაფნაროვანი სიცარიელე მე იქ თან სიზმრით მომესალმება ნაქაოსარი კრთება ზღაპრები მონაზღვავები ფიქრები ქარობს მკრთალხმიანი წვით იასამნები რომ სამუდამოდ ამგლოვიაროს ის დღის ალია და მზის კრებული შორს მანდ სისხლის ტბა აწევს ნაპირებს ცა მაღალია გაცისკრებული და ჩრდილების მწველ სახით მაკივლებს ცისფერ იებით ატირებული ჩემი სიცოცხლის უმანკო წამი სადაა ბედის დაპირებული გრძნობა ედემის ჩვილთა ზღაპარი და დაწყვეტილი ალიონები როგორც დაწყევლა ღამეს მიეღოს ზამბახოვანი ემბრიონები ზღვამ ჩემთან ცვრებით გამოიმეტოს ვით ციურებით ჟამია წყების ამ ვარსკვლავების ფიქრებად ცვენა ისევ ქარები იავნანების რომ ჩამესმოდა ყოველთვის მჯერა იასამნებად მზის ალიერი მაღალ ბაღებად დამესახება ნარანაროვანი სიცარიელე არც სამოთხეში დამეკარგება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი