მესია მესამედ
მოდის მესიად მაისი სველი და ქართა ველი რთველად ირთვება ეს წამწამწები ვით ნაწნავები ლოდინს დაისად დაეზვირთება ხმები ქართული ქარგად დართული გადამართული კავკასიონზე ათაღებული და აღმართული ვდგავარ მამა შორს გალაკტიონზე აამიმოზე ტყე ფრიად ბნელი ფრთა დიად ბგერად გადაფითრდება თენდება ზღვები ბნელი უბნები და საფლავები საბნად რიგდება მოდის მაისად მესია ზეცის ნაქაოსარ წამს ედემი შთანთქავს თენდება სველი დღეები ზღვების და ბედი რთული ქართულად გვნათლავს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი