სისავსიანი
უსივრცო ქარი ბავშვებს არკალებს ზღვაში იძირება ჯვარი უმანკო მეც თან მივყვები ნაქაოსარებს და ჯვარმა ჩემმა ჯვარზე გამაკრო ორი ქარტეხილი გაგრას გაეყარა ღამის გამრეკლად კი იდგა ვით მამაო დილა ზამბახების როცა დაიღვარა მიდის საზღვრებს იქით შორი ტაო ოკეანეა ცივი მძივების მიუწვდომელი სატელიტების და ბრძოლა ჯვართან ბნელი ტალღებით მათ მიეტევათ თანანადებნით დასველდა შობას ცრემლით ბოსელი სველი ედემი ქვიშაშიც ხვნეშის ადამმა იცვა შესამოსელი და მიწა ახლა მარადჟამ კვნესის მე ვიძირები როგორც ის ჯვარი ბავშვის ნეკნისგან მოცილებული მივდივარ არსად მაგრამ რა ნაზად გული მაქვს მარად გაციებული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი