ცის ალიერი სიცარიელე
მარად სიცარიელის მე მწყუროდა დარები ათაღება ბაღების და ცივი ზამბახები თოჯინების ზმანება ბავშვებს არ ემალება აქაფდება სივრცეში ხატი გამოსალმების აიბლანდა ბლონდები ბროლიანი სვეტებით იქარგება ქარები ცხენების გაჭენებით ასივრცდება სინაზის თეთრი ფოთლოვანება სამუდამო ფატებით ცხელი სამარეების უკუნეთის აშლილი ყვავილები წვებიან უცხო სამაიებში ჩონჩხებს აელვებიან მღვრიე შარავანდედით მოდის ქარტეხილები სველი სამოთხეებით ჩემში გამოღვიძების აილანდა ფარდებით გზა უდაბნოებაში საზღვრებს აუსაზღვროებს კარი უსახლობაში ფითრთა ლიანდაგებით ფიქრი უწონოობდა ქარი აუმანკოებს გულს ცივ მიმოქცევაში აიკვირტა ბინდები დროში გაუდროოვდა თოვდა ფიფქის რიგები სუდარების ქროლვაში თასში მეეტლეების მწვერვალები ავანთე უდაბნო სამუდამო მედგა განთიადების დაიფრქვევა დაფნებით საკმეველი ციური ლურჯი ცის ალიერით ღრუბლებს გააგემებენ არ ითქმევა ვადებით სარეცელი ღვთიური ჩემი სამუდამობის ფეთქდა სიცარიელე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი